ჯემალ რომელაშვილი XIა კლასი
საქართველოს რუსეთს შორის ომი მას მერე დაიწყო რაც რუსეთმა მოინდომა საქართველოს დაშლა და დამონება.
რუსეთს უნდოდა საქართველოს მთავრობა დაემხო და რუსეთის ფედერაციას მიეერთებინა რასაც მრავალი წეკია ცდილობს, მაგრამ ამჟამინდელი ომის მიზეზი ის გახლავს რომ რუსეთმა სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რათქმაუნდა ამას საქართველოს მთავრობა არ შეეგუებოდა და პასუხიც გასცა დიპლომატიურად, რამაც რუსეთი ძლიერ გააბრაზა და საქართველოს ცეცხლი გაუხსნა ყოველი მხრიდან. რუსეთი იყენებდა ისეთ იარაღს რომელიც აკრძალული იყო. იგი უმოწყალოდ ბომბავდა საქართველოს მათ შორის გამორჩეულად ჩემს ქალაქს “გორს“ ისინი გამოურჩევლად წვავდნენ სახლებს, ჩემი აზრით წვავდნენ იმ ოჯახის სახლებს საიდანაც გაწვეული იყო ჯარისკაცი.ისინი ქურდავდნენ ყველაფეერს რაც კი გზად შეხვდებოდათ, რამაც დიდი ეკონუმიკური ზიანი მიაყენა საქართველოს. ისინი შეეცადნენ თბილისის აღებასაც მაგრამ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მათ ვერ შესძლეს დედაქალაქის აღება. მეგობარი ქვეყნების დახმარებით რუსეთმა დატოვა საქართველოს გარკვეული ტერიტორიები. დროებით შეწყვიტეს სროლა. რუსეთმა და საქართველომ დადეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთმა ისევ გახსნა ცეცხლი მაგრამ საქართველომ არ უპასუხა. იმ ტერიტორებიდან საიდანაც რუსები გავიდნენ დატოვეს ნაღმი რის გამოც ბევრი ადამიანი დაიღუპა.
ჩემი აზრით ამ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო რადგან იგი წინსწარ იყო მოფიქრებული და კარგად დაგეგმილი ამ ფაქტზე მიგვანიშნებს ის რომ რუსეთი საკმაოდ კარგად იყო მობილიზებული. საომარი მოქმედებების დროს ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი გორი, შიდა ქართლის სოფლები, რომელთა დაბომბვაც ინტენსიურად მიმდინარეობდა.დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობაც. გორის გარდა განადგურდა ის ტერიტორები სადაც სამხედრო ბაზები იყო განლაგებული. მიუხედავად ქართველთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობისა, შეიქმნა საჭიროება უკან დახევისა. შექმნილ მძიმე ვითარებაში ჩვენს ქვეყანას გვერდში დაუდგა ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. მათი დიდი ძალისხმევის შედეგად რუსეთმა შეწყვიტა საომარი ოპერაციები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩემი დიდი ოცნებაა ვიცხოვრო ლამაზ, ერთიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში სადაც დაცული იქნება ყოველთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და არასოდეს არცერთ ადამიანს აღარ ექნება შიში იმისა რომ მათ მშვიდობიან ცხოვრებას საფრთხე აღარ დაემუქრება.
მაია მუზაშვილი, XIა კლასი
რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები დაიწყპ 2008 წლის 6-7 აგვისტოს, მაგრამ ამ ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს. საომარი მოქმედებებების შედეგად ორივე ქვეყანა ძლიერ დაზარალდა, მაგრამ ამ ომში საქართველოს მთელმა მსოფლიომ დაუჭირა მხარი, ამის გამო საქართველო შეიძლება გამარჯვებულად ჩაითვალოს.
ამ ომის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და საკუთარი მმართველობის ქვეშ მოქცევას, მაგრამ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთს არ თმობდა და ყველანაირად ცდილობდა მის დაბრუნებას. ამას ისიც დაემატა, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებოდა.
საომარი მოქმედებების უშუალოდ დაწყებამდე კონფლიქტურ რეგიონებში ხშირად ხდებოდა შეტაკებები რუს სამშვიდობოებსა და ქართულ პოლიციას შორის, რის გამოც ქართული პოლიცია ხშირად დიდ ზარალს იღებდა.
საომარი მოქმედებების შედეგად მიწასტან გასწორდა დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქი გორი და გორის რაიონი. დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობაც. მიუხედავად რუსების მრავალრიცხოვნებისა, ქართველებმაც დიდი ზიანი მიაყენეს მათ, გაუნადგურეს საჰაერო ტექნიკის ნაწილი, სამწუხაროდ იყო მსხვერპლიც... საომარ მოქმედებებთან ერთად მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ადგილი ჰქონდა მარადიორობის ფაქტებს, რამაც კიდევ უფრო დააზარალა მშვიდობიანი მოსახლეობა.
пятница, 19 декабря 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)